2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდმა უმასპინძლა ევროპელი, ამერიკელი და კანადელი ელჩების შეხვედრას საქართველოს 35 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტის შესახებ, ისევე როგორც საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დისკუსიამ ნატო-საქართველოს კომისიის 4 პუნქტიც მოიცვა. კერძოდ, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან; ალიანსის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის კონტროლი; რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის გაწეული დახმარების კოორდინაცია; ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა.