პროექტი მიზნად ისახავდა დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში გათვითცნობიერების გზით ხელი შეეწყო ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებისთვის, ასევე გაეზარდა ამ ხალხის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.
პროექტი მოიცავდა ქვემო ქართლისა და ჯავხეთის ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების შესაძლებლობათა ზრდის სხვადასხვა ღონისძიებას, ტრენინგებს პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და საჯარო დებატების სფეროებში. პროგრამის პირველი ფაზის შემდეგ 40 მონაწილიდან შეირჩა 20 საუკეთესო, რომლებმაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტები მათივე რეგიონებისათვის საჭირო სფეროებში.
დაფინანსებული ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ,