პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობების ჩართულობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. პროექტი განხორციელდა იან ტონისონის ინსტიტუტთან ერთად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სოციალურ-ეკონომიურ საკითხებზე კვლევების ჩატარებას, ესტონელი ექსპერტების ტრენინგებსა ადგილობრივი საზოგადოებისთვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით სასწავლო ვიზიტს ესტონეთში.