2017 / 02 / 20

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა ჯგუფური დისკუსია „ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ფინური პერსპექტივები და საქართველოს მოლოდინი და გამოწვევები”.

ღონისძიება გახსნა რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა.

დისკუსიის მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოში ფინეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არია მაკონენი, ქალთა გლობალური საკითხებისა და გენდერული თანასწორობის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანე ლამილა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. დისკუსიას ხელმძღვანელობდა გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი მაკა მეშველიანი.

ქართველმა მომხსენებელმა და მოდერატორმა იმსჯელეს მსოფლიოში საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სადაც სულ უფო ნაკლები ადგილი რჩება ადამიანის უფლებებისთვის, კერძოდ კი, ქალთა უფლებებისთვის, ასევე ამ პრობლემის გავლენაზე  საქართველოში, დღეს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ელჩმა აია მაკონენმა მოკლედ მომოიხილა ფინეთის გამოცდილება ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა და ღირებულება, ქალთა როლი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებაში და ა.შ. ქალთა გლობალური საკითხებისა და გენდერული თანასწორობის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანე ლამილამ ისაუბრა ფინეთში არსებული გენდერული თანასწორობის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ფინეთის გამოცდილება – თუ როგორ შეიქმნა ფინეთში თანასწორუფლებიანი საზოგადოება.

დისკუსიას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები და სტუდენტები. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მომხსენებლებმა  აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

იხილიეთ   დისკუსიის ამსახველი ვიდეო. 

Panel Discussion "Women in Decision-Making Process - discussing Finnish Perspective and Challenges and Prospects in Georgia" Feb 20, 2017