2019 / 02 / 07

2019 წლის 5 თებერვალს რონდელის ფონდში  დისკუსია “უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის როლი უკრაინის ისტორიაში” გაიმართა.

დისკუსია გახსნა რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, ხოლო მომხსენებლები იყვნენ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი, უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიისა და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი, ანდრეი იურაში და რონდელის ფონდის მკვლევარი, მამუკა კომახია. მომხსენებლებმა ისაუბრეს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის, უკრაინისთვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დამოუკიდებელი ეკლესიის როლის შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიოური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მედიის წარმომადგენლები.

Discussion “The Role of Autocephalous Ukrainian Orthodox Church in the History of Ukraine”, February 5, 2019