2016 / 12 / 08

2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა – დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა სამართლებრივი საკითხების ამერიკელი მკვლევარი, მოქმედი ადვოკატი სკოტ ტუროუ.

დისკუსიაზე ტუროუმ მიმოიხილა სასამართლო რეფორმასთან, სისხლის სამართლის საქმის დაცვასთან, სიკვდილით დასჯასთან, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, კორუფციასა და თანამდებობის პირთა დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ  სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  როგორიცაა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ და სხვა.

Roundtable Discussion with Scott Turow, December 8, 2016