2016 / 09 / 30

2016 წლის 30 სექტემბერს სასტუმრო „რუმს თბილისში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე – პანკისში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეების შეკრებას და პანკისში, აჭარასა და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობას. 
ღონისძიებას უძღვებოდა ჟურნალისტი და მწერალი ტომას გოლცი, რომელმაც უმცირესობების საკითხებზე და ზოგადად ქვეყნის რეგიონებში მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს გაუზიარა პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორების მოსაზრებები, რომელიც მან წინა დღეს ანალოგიურ შეხვედრაზე მოისმინა. 
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროს წარმომადნელმა წარადგინა ის დასრულებულ თუ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და პროექტები, რომელებიც ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციას. 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

Roundtable Discussion on Engagement in Pankisi and with Religious and National Minorities 30 Sept, 2016