2016 / 02 / 19

2016 წლის19 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე: ”მრავალმხრივი თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში: არსებული ვითარება და პერსპექტივები”. დისკუსიას უძღვებოდნენ ფონდის უფროსი მეცინიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი და ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექპერტებმა.

მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ”ერთიანი და განუყოფელი უსაფრთხოების” პრინციპის საერთაშორისო პრაქტიკაში  დამკვიდრებაზე და მის მისაღწევად მრავალმხრივი დიალოგის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სტრაბილურობის გამყარებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის პროცესს.