რონდელის ფონდისა და უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ორგანიზებით 12 დეკემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე – „ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში: გამოცდილება და გამოწვევები“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, პოლიტიკური პარტიების და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენელები.
მრგვალი მაგიდა პროექტის „ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში იმართება. პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესება საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის გაზრდა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შემუშავების გზით ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში პროექტი მოიცავს ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ასევე თბილისში, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრებისთვის ეთნიკური პოლიტიკის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას.