2014 / 10 / 08

2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე: ”ევროკავშირი, თურქეთი და რუსეთი საერთო სამეზობლოში: ინტერესების თავსებადობა თუ დაპირისპირება?”. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის აკადემიური და კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივი კონსორციუმის MAXCAP-ის (“Maximizing the Integration Capacity of the European Union”) ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა და კვლევით კონსორციუმ CASCADE-თან თანამშრომლობით. 

დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: კახა გოგოლაშვილი, ევროპის ცენტრის დირექტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, DAAD/OSF პროგრამის მკვლევარი ვიადრინას უნივერსიტეტი, ფრანკფურტი/გერმანია – ირინა სოლონენკო, თურქეთის საბანჩის უნივერსიტეტის პროფესორი მელთემ ბაჩი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური ურთიერთობების ცენტრის დირექტორი თომას რიზე.   

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა. 

Policy Briefing “Competing or complementary? The EU, Russia and Turkey in the Neighbourhood” 8 ცტ, 2014