2017 / 07 / 12

2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა საჯარო დისკუსია „ახლო აღმოსავლეთი -გამოწვევები დღეს“.

ღონისძიებას უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი, ხოლო მომხსენებლებად აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ბატაშვილი და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე.

მომხსენებლებმა იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რეგიონის ძირითადი მოთამაშე ქვეყნების –  ირანის, თურქეთის, რუსეთისა,  აშშ-ის და გალფის ქვეყნების (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) როლისა და პოლიტიკის შესახებ, ასევე ამ ქვეყნებს შორის არსებული კავშირების შესახებ.

მსჯელობა ასევე შეეხო სირიაში განვითარებულ მოვლენებს და ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს. მომხსენებლებმა განიხილეს რეგიონში არსებული მოვლენების შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარი და თითოეულ მათგანთან დაკავშირებული რისკები.

დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და აუდოტირიას შორის.

Panel Discussion "Middle East - Current Challenges"