2017 / 09 / 21

2017 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე –  “2017 წლის მთავარი საერთაშორისო მოვლენები”.

ლექცია წაიკითა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ბადრიძემ. მომხენებელმა განიხილა 2017 წლის მთავარი საერთაშორისო მოვლენები და ის თუ როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. მან ასევე ისაუბრა რუსეთის საინფორმაციო ომის შესახებ, რომელსაც იგი აწარმოებს ევროპაში, აშშ-სა და სამხრეთ კავკასიაში.

ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს  აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.

Lecture in Akhalkalaki, Sep 21, 2017