2018 / 06 / 12

2018 წლის 12 ივნისს რონდელის ფონდის ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის. მსმენელებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების, ბოლო დროს საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებული მოვლენებისა და  ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ რონდელის ფონდის მკვლევარები გიორგი ბილანიშვილი და ზურაბ ბატიაშვილი.

ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.

Discussions for the Ethnic Armenian Minorities in Akhalkalaki, June 12, 2018