2008 / 02 / 08
2008 წლის 8 თებერვალს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა დისკუსია „ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნები“. საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, დევიდ სმიტმა ისაუბრა შიდაპარტიული პროცესის შესახებ; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშემ იმსჯელა ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიული ნომინირების ისტორიაზე; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კვლევითმა დირექტორმა ისაუბრა ამჟამინდელ კანდიდატებსა და მათი კამპანიების სტრატეგიებზე. მონაწილეები თანხმდებიან, რომ პროცესი საკმაოდ რთული და დამაბნეველია, თუმცა, კარგად მიდის.