2020 წლის 23 ოქტომბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა რეგიონში ბოლო ათი წლის განმავლობაში თემთა შორის ურთიერთობების დინამიკას.
მრგვალი მაგიდის მოდერატორები იყვნენ რონდელის ფონდის მკვლევრები, ალექსანდრე კვახაძე და ზურაბ ბატიაშვილი. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფლების ზანავის, ჭეჭლას და მოხის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაბა ადიგენის მერიის წარმომადგენლებმა და „განვითარების ცენტრის” წარმომადგენელმა.
პროექტი „თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, რელიგიური ლიდერებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვას მრგვალ მაგიდებში და დისკუსიების გამართვას ადგილობრივი და ეროვნული პრობლემების შესახებ.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.