2023 წლის 14-15 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს, ზარზმისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლებში ჩატარდა ლექცია-დისკუსიები ლიდერობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მშვიდობის კორპუსის რეგიონული კოორდინატორი თორნიკე ჩარგეიშვილი.
პროექტი “თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში” დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.