2014 / 07 / 24

2014 წლის 24 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტთაშორისი კავშირის დელეგაცია. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თემთა პალატის წევრები: მარკ რეკლესი, ჯონათან ჯანოგლი, გორდონ მარსდენი და მეგ მანი, ასევე ლორდთა პალატის წევრები: ლორდი ჰავორთი, პენტრეგართის ლორდი ჰარისი და სენდვიჩის გრაფი, შეხვდა ალექსანდრე რონდელს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს, კახა გოგოლაშვილს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს და რევაზ გაჩეჩილაძეს, საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. შეხვედრის თემა იყო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

Visit of Great Britain Interparliamentary Union Delegation, July, 24, 2014