რონდელის ფონდში დასრულდა 3-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრებისათვის და განხორციელდა პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ფარგლებში.
პროგრამა ჩატარდა ორ ნააკადად: 17 პარტიის წარმომადგენელმა 43-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური სოციოლოგია, მასმედიის როლი, გენდერული საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი და ეკონომიკა. მათ ტრენინგები ჩაუტარდათ საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკური რისკების ანალიზსა და მოლაპარაკებების ტექნიკაში. პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი
პროგრამა რონდელის ფონდში, სხვადასხვა დონორის ხელშეწყობით, 2009 წლიდან იმართება. პროგრამას უკვე 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ამჟამად რონდელის ფონდი პროექტს ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.