რონდელის ფონდში დასრულდა 3-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა – „პოლიტიკური პარტიების სკოლა“, რომელიც ხორციელდებოდა პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

პროგრამა წარმატებით დაასრულა 14 სხვადასხვა პარტიის 28 ახალგაზრდა წარმომადგენელმა. „პოლიტიკური პარტიების სკოლის“ ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური სოციოლოგია, მასმედიის როლი, გენდერული პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა.

ახალგაზრდებს ასევე ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგები საჯარო პოლიტიკაში, პოლიტიკური რისკების ანალიზსა და მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკაში.

„პოლიტიკური პარტიების სკოლას“ რონდელის ფონდი სხვადასხვა დონორის ხელშეწყობით 2009 წლიდან ატარებს და ამ პროგრამას უკვე 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ამჟამინდელი პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

Political Party School