დასრულდა მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილი შეხვდა. ლექცია-დისკუსია ეხებოდა თემას: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და საქართველო-ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა.
პროგრამის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ არჩილს თანამშრომლობისთვის!
პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამა წარიმართა ესტონეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.