2007 / 04 / 24

2007 წლის 24 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წევრები.

სამხრეთ კავკასიაში ორკვირიანი სასწავლო ტური საზოგადოების ოცდაჩვიდმეტმა წევრმა  ბაქოში დაიწყო და ერევანში სტუმრობამდე ხუთ დღეს საქართველოში გაატარებენ. ვიზიტის მიზანია მონაწილეებს გააცნოს სამი ქვეყნის პოლიტიკური სიტუაცია და შეისწავლოს მათი ურთიერთობები ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან და ნატოსთან.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში შეხვედრა მრგვალი მაგიდის ტიპის იყო და მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები, გამოეთქვათ მოსაზრებები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა რუსულ-ქართული ურთიერთობები, მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიზნები ევროკავშირისა და ნატოს წევრობის შესახებ, სეცესიური მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართვლოს ევროპული მემკვიდრეობა და მისი დამსახურებული ადგილი ერების ევროპულ ოჯახში.

სასწავლო ტურის მონაწილეები საქართველოში დარჩებიან 30 აპრილამდე და სხვა ადგილებთან ერთად ესტუმრებიან თელავსა და ახალქალაქს; შეხვდებიან მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.

Visit of the Danish Foreign Policy Society, April 24, 2007