რონდელის ფონდში დაიწყო სასწავლო პროგრამა „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის
ტექნიკაში“, რომლის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება პოლიტიკის შემუშავებასა და მოლაპარაკებათა წარმართვაში.

შვიდი თვის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საჯარო მართვის, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის და მოლაპარაკებათა წარმართვაში. ლექციების პარალელურად პროგრამის მონაწილეები, ფონდის მენტორების ხელმძღვანელობით, თავიანთი უწყებისთვის აქტუალურ საკითხებზე შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვა გაიმართება სასწავლო პროგრამის ბოლოს. ასევე პროგრამის მონაწილეები, ევროინტეგრაციის ესტონურ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტალინში გაემგზავრებიან.

პროგრამას რონდელის ფონდი ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (სიდა) ფინანსური მხარდაჭერითა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით (EDK).

 

DSC_0283 DSC_0281 DSC_0279 DSC_0277 DSC_0276

DSC_0275 DSC_0272 DSC_0271 DSC_0270 DSC_0269

DSC_0266 DSC_0263 DSC_0260