2009 წლის 13 მაისს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი ქსელის“ ფარგლებში დაიწყო სემინარი – „ევროინტეგრაცია“. ორწლიანი პროექტის ზოგადი თემაა მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

2009 წლის სემინარში მონაწილეობა მიიღეს ხუთი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა; ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალურმა დირექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუთა გუტზკოუმ; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისმა უმაღლესობა პერ ეკლუნდმა; ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ბორის ვოდზმა და თითოეული ქვეყნის კოორდინატორებმა. პირველ სამუშაო სესიამდე პროგრამის ქართული ნაწილის მმართველმა, დოქტორმა თეიმურაზ ყანჩელმა მონაწილეებს მიაწოდა ლოჯისტიკური დეტალები.