2022 წლის 19 მარტს რონდელის ფონდმა ამერიკული ფონდის National Endowment for Democracy (NED) მხარდაჭერით, დაიწყო სასწავლო პროგრამა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის, რომლის მიზანიცაა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები გაივლიან 6-თვიან სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ რონდელის ფონდი სხვადასხვა დონორების ხელშეწყობით პოლიტიკური პარტიების სკოლას ახორციელებს 2008 წლიდან. აღნიშნული ჯგუფი კი პოლიტიკური პარტიების სკოლის მეთერთმეტე ნაკადს წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის ომზე, თურქეთის როლსა და პოზიციონირებაზე მიმდინარე კონფლიქტში და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადზე.
Political Parties School, 2022