ფონდის მიერ განხორციელებული და „ჯეი-თი-აი კავკაზუსის“ მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, ასევე ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.

პროექტი გამიზნულია საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებისთვის. ლექციებს უძღვებიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ მკვლევრები.