23-24 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში ჩატარდა პროექტის “ეთნიკური უმცირესობების ხმა – ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში გასვლითი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ნიდერლანდების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ბ მააიკე ვან კოლდამი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხივრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები დაესწრნენ პრაქტიკულ სემინარებსა და დისკუსიებს ისეთ თემებზე როგორებიცაა: საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და რეგიონში განვითარებული მოვლენები – სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი და მათი გავლენები საქართველოზე.
პროექტის დასასრულს საუკეთესო 10 ბენეფიციარი გაივლის 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებში. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.