საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს შერჩევას სასწავლო პროგრამაში – ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა მონაწილეთა მისაღებად. პროგრამა ხორციელდება 2001 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ანალიზის საკითხებში. ქართველ ლექტორებთან ერთად მოდულებს გაუძღვებიან აშშ-ის წამყვანი საგანმანათლებლო უნივერსიტეტების პროფესორები და დარგის ექსპერტები საჯარო გამოცდილებით.

სასწავლო კურსი, რომელიც  დაახლოებით 200 აკადემიური საათი მიმდინარეობს, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა  საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება,  პოლიტიკის ანალიზი, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე, ენერგოუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, შუა აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი და სხვა. პროგრამა დაიწყება 2024 წლის 23 სექტემბერს და დასრულდება 2025 წლის 31 ივლისს.  ლექციები გაიმართება საღამოს საათებში, სამუშაო ენა – ქართული და ინგლისური.

სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროს, მედიის წარმომადგენლებს და, ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკითა და უსაფრთხოების თემებით დაინტერესებულ პირებს.

პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმები:  უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი.

შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  18:00 საათი, 12 სექტემბერი, 2024 წელი.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელ.: 0322 47 35 55; [email protected]