2022 წლის 14 ივლისს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში გაიმართა პროექტის მონაწილე მოსწავლეთა გამოსაშვები ცერემონია. სერტიფიკატებთან ერთად, წახალისების მიზნით, ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე მოსწავლეებმა მიიღეს ფასიანი პრიზებიც. გამოსაშვებ ცერემონიას ესწრებოდნენ სოფელ დუისის, ჯოყოლოსა და ომალოს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ და დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს პანკისის რეგიონში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

პანკისი ცერემონია