28 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია, რომლებიც შემუშავდა პროექტის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკა” – ფარგლებში. პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს რონდელის ფონდის ექსპერტების ხელმძღვანელობით, 6-თვიანი მუშაობის შედეგად.
პროექტის მიზანია, ზოგადად, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში, რაც ასევე მოიცავს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების განვითარებას პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და მოლაპარაკებების წარმართვაში.
პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.