რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა გიორგი მამულიას წიგნის პრეზენტაცია – „იმამი შამილი და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ტფილისში საფრანგეთის კონსულთა ანგარიშების მიხედვით (1839-1859)“.
კრებულში თავმოყრილია დღემდე სრულიად უცნობი მასალა XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული დაპყრობითი კოლონიალური პოლიტიკის შესახებ, მოძიებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში. ეს არის XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან თბილისში აკრედიტებულ საფრანგეთის კონსულთა პოლიტიკური ანგარიშები, რომლებიც მოიძია და ფრანგულიდან რუსულად თარგმნა პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ისტორიკოსმა გიორგი მამულიამ. კრებული რონდელის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.gfsis.org.ge/ge/publications/view/3164

George Mamulia Book Presentation, April 2022