2018 / 11 / 19

19 ნოემბერს რონდელის ფონდმა უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლებს. დელეგაციას შეხვდნენ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარები ვალერი ჩეჩელაშვილი და შოთა უტიაშვილი და ასევე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს დელეგაციისთვის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ, ასევე  ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების გაცნობას წარმოადგენდა.

Visit of the Delegation of National Defense College of the United Arab Emirates, Nov 19, 2018