პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გზით.
პროგრამა ითვალისწინებდა ინტენსიურ ტრენინგებს საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის საკითხებზე, ისევე როგორც ქართული ენის კურსებსა და სტაჟირებას სახელმწიფო სტრუქტურებში. ერთწლიან პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრი ბერძნული ეთნიკური უმცირესობის 12 წარმომადგენელი ( წალკიდან, აჭარიდან, იმერეთიდან და თბილისიდან).
პროგრამის დასრულების შემდეგ 12 მონაწილედან ექვსი დარჩა სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენებმა კი კერძო და არასამთავრობო სექტორებში კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს.
პროექტი დაფინანსებული იყო საბერძნეთისა და შვეიცარიის საელჩოების მიერ.