2018 / 04 / 11
2018 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდს ეწვია ბაჰრეინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფას ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს ფონდის სახელით შეხვდნენ ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, კახა გოგოლაშვილი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა და ზურაბ ბატიაშვილი. ფონდის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და საქმიანობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა.