რონდელის ფონდმა დაიწყო სასწავლო კურსი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის. სასწავლო კურსი წარმოადგენს პროექტის „ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის“ ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით.
მრავალკომპონენტიანი პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში პოლიტიკური პარტიების წევრი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ასევე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას არაფორმალური განათლებით, პროფესიული უნარ-ჩვევების ზრდითა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებით. რეგიონებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში.