რონდელის ფონდმა დაიწყო ვებინართა სერიას, რომელიც შეეხება რეგიონში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს. ვებინარების მიზანია განახლებული და ამომწურავი შეფასების მიღება სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. სხვადასხვა მხარის მოწვევა შესაძლებლობას გვაძლევს გადმოვცეთ განსხვავებული ხედვები და პერსპექტივები განსახილველი საკითხების გარშემო.

ვებინარმა წარმოადგინა თურქეთის ხედვა და ჩატარდა პარასკევს, 20 ნოემბერს 18:30 საათზე.

სპიკერი:

სინან ულგენი – სტამბულში დაფუძნებული ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ინტიტუტის თავმჯდომარე.

მოდერატორი:

ეკა მეტრეველი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.