პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ თუ სახელმწიფო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას სემინარებისა და ტრენინგების გზით. პროექტი განკუთვნილია როგორც ახალგაზრდული პოლიტიკური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების, ისე აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისიდან და რეგიონებიდან. დარგის ექსპერტების ჩატარებული სემინარები და მრგვალი მაგიდები შეეხება საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და საარჩევნო პროცესებს. პროექტის დახმარებით მონაწილეები შეძლებენ საკუთარი უნარების განვითარებას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და მოლაპარაკებების სფეროებში.
პროექტი ემყარება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) დიდი ხნის თანამშრომლობას საქართველოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. ამჟამინდელ პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისგან შემდგარი ახალგაზრდული ჯგუფი არის GFSIS-ის პოლიტიკურ პარტიათა სკოლის მეათე ნაკადი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) გრძელვადიანი მხარდაჭერით.