11 აპრილს რონდელის ფონდის პროექტის “ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისათვის” ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექციები ასპინძის რაგბის საწვრთნელ ბაზაზე.

ზარზმის ახალგაზრდებისთვის სულხან სალაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ემზარ ჯგერენაიამ, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მკვლევარმა და მარიამ დანგაძემ, მედია განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, ჩაატარეს ლექციები თემებზე: საქართველო და ევროპა, სამშობლო და სახელმწიფო, მედიაწიგნიერება, საქართველო და თურქეთი.

პროექტის მიზანია ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდა. შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევების ადეკვატურად შესაფასებლად, ასევე გაიუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს რაც მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.
Youth for regional development, April 2021