2020 წლის 1 ოქტომბრიდან სოფელ ზარზმაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში რონდელის ფონდი ახორციელებს 10-თვიან პროექტს „ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდა. „ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის“ ხორციელდება სოფელ ზარზმის მამათა მონასტერთან არსებულ „ზარზმის ბავშვთა აკადემიასთან“ თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევების ადეკვატურად შესაფასებლად, ასევე გაიმჯობესებენ უნარ-ჩვევებს რაც მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.