2017 წლის 20 დეკემბერს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო ევგენიძე.
ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა სტუდენტებს გააცნეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, არსებული რეგიონული თუ გლობალური საფრთხეები, ასევე იმსჯელეს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
აშშ-ის დელეგაციას წარმოადგნდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტები ჰარვარდის კენედის, სტენფორდის და ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლებიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი იყო რონდელის ფონდის კურსდამთავრებული, ამჟამად ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის მაგისტრი ზვიად აძინბაია.