23-24 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის შეხვედრას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელსაც ესწრებოდა ორმოცამდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს აღმოსავეთ პარტნიორობის მიზნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ფორუმის ამოცანებისა და მომავალი გეგმების გარშემო მსჯელობას. ასევე ისუბრეს აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის შექმნის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. საუბრისას აქტიურად განიხილებოდა ევროპული ინტერგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის საკითხი.
შეხვედრა გახსნა ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა. მმართველი კომიტეტის სახელით შესავალი სიტყვით გამოვიდა ბელარუსის პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეის თავმჯდომარე სერხეი მალკევიჩი. სტუმრებს ასევე მიესალმა ”საიას” პრეზიდენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრი, თამარ ხიდაშელი. შეხვედრას უძღვებოდა ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.
მოგვიანებით სხდომას შემოუერთდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავამხრივ პლატფორმებში თანამშორმლობისათვის მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ისუბრა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების კითხვებს.
შეხვედრის შედეგ გაიმართა მიღება