ავტორი: ნიკა ტუღუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

შესავალი

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ტელეგრამარხზე ,,СОЛОВЬЁВ.LIVE გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, შეამჩნიეს კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი დივერსიული ჯგუფი, რომელიც სოხუმისკენ მიიწევდა და მიზნად ისახავდა სოხუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურის განადგურებას. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტის განცხადებით, დივერსანტები აღჭურვილი იყვნენ უცხოური იარაღით, სავარაუდოდ, М-4-ის ტიპის შაშხანით, გამოწყობილი იყვნენ შავ უნიფორმებში და ეკეთათ შავნიღბები, ხოლო ადგილმდებარეობის დასაზვერად კი იყენებდნენ კვადროკოპტერს. აღსანიშნავია, რომ დივერსანტების ჯგუფის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მეტად ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში, მაცხოვრებლებისთვის გაუგებარი იყო როგრ შეაღწია დივერსანტების ჯგუფმა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ასევე გაუგებარია მრავალი წლის წინ დანგრეული სოხუმის აეროპორტის აფეთქების მიზანშეწონილობა და დივერსიული ჯგუფის რაოდენობის მკვეთრი ზრდა.  ორი დღის ძიების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დივერსანტების ჯგუფის გამოჩენამ და შემდგომ, მალევე, მათი იქ ყოფნის უარყოფამკვლევრებს სხვადასხვაგვარი ფიქრები აუშალ. შესაძლოა, ეს იყო პასუხი ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, შესაძლოა, აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი უფრთხის მთიანი ყარაბაღის“ გზით პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას და შესაძლოა, ცდილობს რუსეთის ხელისუფლების თვალში პერიოდულად გააქტიუროს საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები. საინტერესოა, რა დატვირთვა აქვს ამ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას, შეიძლება ეს ემსახურებოდეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილს, რომ მუდმივი საფთხის შიშის დანერგვით მოიპოვოს აფხაზურსაზოგადოების მხარდაჭერა და მიიპყროს რუსეთის ყურადღება?

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისბრძოლა ქართულ სპეცსამსახურებთან

დივერსანტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აფხაზური საზოგადოებისთვის არ არის სიახლე.საინტერესოა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები ცდილობდნენ აფხაზური საზოგადოებისთვის საქართველოს სახით შეექმნათ მტრის ხატი, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ შეეცდებოდა ხელსაყრელი პერიოდის გამოყენებას და ძალადობრივი გზით განახორციელებდა დეოკუპაციას. თავიდანვე მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო მიმართული აფხაზური მოსახლეობის დაშინების და მათ მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებისკენ.

ტელეგრამარხით ,,Sputnik Абхазияსოხუმის დე ფაქტორეჟიმის უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებაპერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას შესაძლო დივერსიულ-ტერორისტული საფრთხეების შესახებ. 2022 წლის 19 აპრილს საზოგადოებას მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამცნეს, რომ, ანონიმური შეტყობინების თანახმად, გუდაუთის შემოსავლების სამსახურის შენობაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. საინტერესოა, რომ მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთდა და აფხაზეთში მცხოვრებ პირებს სულ უფრო მეტად აჯერებდა შესაძლო თავდასხმის საშიშროებას, მაგ., 2022 წლის 5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს ინფორმაციას სავარაუდო ტერორისტული საფრთხის შესახებ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შემდგომ 2023 წლის 9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებენ ინფორმაციას სავარაუდო დივერსიულ საფრთხეზე, აფხაზეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების და ენერგეტიკული ინფრასტრუტურის წინააღმდეგ.

ასევე პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ. გასული წლის 15 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ: ,,აფხაზეთის წინაშე  არსებული საფრთხეების პრევენციის მიზნით დაუგეგმავად იქნა გამოძახებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურისსპეცდანიშნულების ძალების 200 რეზერვისტი…“ 15-27 სექტემბერს ანტიტერორისტული სწავლებები გაიმართა სოხუმში, რომელიც ჩატარდა სოხუმის საზღვაო პორტში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი სადაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ეთნიკურად აფხაზი საველე მეთაური ახრა ავიძბა აცხადებს: ,,ჩვე თანამედროვე ომისთვის ვემზადებით, რათა ჩვენ მტერს [საქართველოს] თავში ცუდმა აზრებმა არ გაუელვოს“.

საინტერესოა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა გაზეთ კვირის პალიტრაში“, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრების ვინმე ლეონ ტამიშსკის განცხადება: ,,რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თითქოს რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მომიჯნავე სოფელში, ლოგიკური ეჭვის საფუძველზე, მიტოვებულ სახლში იარაღის არსენალი იპოვეს. რამდენიმე ძველი ავტომატი, ხელყუმბარა, კამუფლაჟი და რუკა, სადაც, სავარაუდოდ, გარკვეული ადგილები იყო მონიშნული. თუმცა საქმეში გალის მილიცია და კრიმინალური სამსახურები არ ჩართეს, რაც იმით ახსნეს, რომ მათი ბაზების მიმდებარე ტერიტორიაა და მათი დაფარვის ზონაშია…“

2023 წლის 7-9 მარტს თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციების საპასუხოდ, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გამყოფ ხაზთან დაიწყო სწავლებები. ამ წვრთნებს მოჰყვა 24 მარტს გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების და რუსეთის ფედერაციის არმიის ერთობლივი სწავლების შესახებ. შემდეგ უკვე ახალი სრულმასშტაბიანი სწავლება დაიწყო 8 აპრილს.

ნამდვილი „ჯაშუშური ომები“ ქართულ სპეცსამსახურებთან უკვე გასული წლის 26 ივლისიდან იწყება, როდესაც  აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე აკალანძეზე,რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა. უწყების განცხადებით, თაკალანძე  გალის რაიონს სოფელ ნაბაკევში ცხოვრების დროს თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან.  ბრალდებაში აღნიშნულია, რომ ქრისტინე აკალანძე საქართველოს სპეცსამსახურს გადასცემდა სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციას.

საქართველოს მხრიდან შესაძლო თავდასხმის შესახებ განცხადებებს დაემატა ისტორია 2022 წლის 4 ნოემბერს სოხუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ასმათ თავაძ შესახებ, რომელსაც ბრალად ედებდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ა.თავაძეს ასევე აღმოუჩინეს საქართველოს დროშა, სამხედრო შევრონი და ქართული პასპორტი.

მიმდინარე წლის 12 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ოკუპირებული აფხაზეთის ორი მკვიდრი ქალის, ჯესიკა შენგელიას და ირმა ხუხუას, აღიარებითი ჩვენება, თითქოს  საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომელი ცდილობდა მიეღო ფოტომასალა აფხაზეთის დე ფაქტო სუს-ის, გალის რაიონში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზის, ილორის სამხედრონაწილის და სხვა ობიექტების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ:საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობა ხდება უფრო დახვეწილი, ორგანიზებული და ტექნიკურად უზრუნველყოფილი. ინფორმატორების ძირითად მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე წვდომის მოპოვება და სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევა“.

რისთვის იყენებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პროპაგანდას

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი ცდილობს აჰყვეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებულმა პოზიციამ ცალსახად მოწონება დაიმსახურა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში. ამას თან მოჰყვა ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლის შემოღება. პერიოდულად რუსულ მედიაში ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების მაქებარი განცხადებები. რუსული მხარის მზარდ სიმპათიას თან ახლავს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამ მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციაზე საუბარი, თუმცა ამპროცესებხელს უშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება, რადგან უახლოეს წარსულში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც რუსეთის ნეიტრალურმა პოზიციამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მისცა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით გადაეჭრათ.  ვფიქრობ,აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ეს არის ნიშანი,რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნებისმიერი სახის ნორმალიზება მათთვის საფრთხის შემცველია. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სოხუმის დე ფაქტო რეჟიმს დროდადრო ესაჭიროება შეახსენოს რუსეთს, რომ აუცილებელია მის უსაფრთხოებდაცვა. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმდინარეობას უკრაინაში, რადგან მისთვის აშკარაა, რომ ამ საომარ მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა პირდაპირპროპორციულად აისახება ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსული შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე, მათ რაოდენობასა თუ ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რაც ნიშნავს, რომ წარუმატებლობა უსაფრთხოების გარანტია გამოაცლის აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმს.

საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული პროპაგანდისტული მანქანის ამოცანა არ არის მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაზე ემოციური ზემოქმედება. მისი მიზანია აფხაზური საზოგადოება ამყოფოს მუდმივი საფრთხის მოლოდინში, რათა ყურადღება არ გაამახვილონ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე; დეფაქტი ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მტრული და აგრესიული დამოკიდებულება გააღვივოს. უკანასკნელი სიახლის გავრცელებისას გამოჩნდა, რომ აფხაზური საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ნაკლებად არსებობს შესაძლებლობა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებმ გადაწყვიტოს შეიარაღებული გზით კონფლიქტის დასრულება, სწორედ ამიტომ მოეკიდნენ თავიდანვე უნდობლობით დივერსანტების შესახებ ინფორმაციას. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სახელმწიფოს“ დასაცავად უნდა გაერთიანდეს მტერი“ საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზნით საქართველოს დაუძინებელ მტრად წარმოჩენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნარატივია, რომელიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამოწვევების უსაფრთხოების საკითხებით გადაფარვას ცდილობს.

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო აგრესიას შედეგად მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ანტიქართული ისტერიის გაღვივება. ამავე პერიოდში სამხედრო, ტერორისტულ-დივერსიული თუ ჯაშუშური საფრთხეების შესახებ საუბარს კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რაც ემთხვეოდა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამწვავებულ ვითარებას, ისე საერთაშორისო მოვლენებს. სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი უსაფრთხოების გამოწვევებზე აპელირებთ ფარავს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებაში, გაძვირებული გაზის საფასური, გასხვისებული ბიჭვინთის აგარაკები, სოციალური სიდუხჭირე, მზარდი ნარკოდამოკიდებულება და კრიმინალი საზოგადოებაში. უსაფრთხოების საკითხებზე აპელირებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას; ამასთან, ხსენებულ პროცესს აქტიურად იყენებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და რუსეთს პერიოდულად ახსენებს მისი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას. დე ფაქტო ხელისუფლება შიშობს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციამ შესაძლოა რუსეთის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლა გამოიწვიოს და ერთმნიშვნელოვნად, ამპროცესისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენენ.