14 ივნისს რონდელის ფონდის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აჭარაში ვიზიტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ მონაწილეები ესწრებოდნენ. შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს 30 წლიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.
ახალგაზრდებთან დისკუსიის დროს ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ის, რომ ორივე ქვეყანა იბრძოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
#აშშსაქართველო #მეგობრობის30წელი #USGeorgia #30yearsoffriendship