2020 წლის 11 ივნისს, რონდელის ფონდში დაიწყო ახალი კურსი – “ირანი და რეგიონი”. ლექციებს უძღვება ალექს ვატანკა, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ირანის პროგრამის დირექტორი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: ირანის ისტორია, პოლიტიკური სისტემა, საგარეო პოლიტიკა და ირანის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან (რუსეთი, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები).

კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.