2015 / 01 / 06
2015 წლის 6 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა ფონდის ოფისში უმასპინძლა ამერიკელ სტუდენტებს. ახალაზრდებმა ვილიამსის, ველესლისა და მაუნთ ჰოლიოკეს კოლეჯებიდან მოისმინეს დოქტორ რონდელის პრეზენტაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ამერიკელმა სტუდენტებმა ზამთრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 3 კვირა გაატარეს საქართველოში.