რონდელის ფონდი იწყებს დისკუსიათა სერიას ავღანეთში ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დისკუსიების მიზანია სიტუაციის ობიექტური შეფასება და მსმენელებისთვის განსხვავებული შეხედულებების მიწოდება. ექსპერტები როგორც რეგიონიდან, ისე მთელი მსოფლიოდან განიხილავენ, თუ როგორ აისახება ეს მოვლენები ქვეყნის მომავალზე, რეგიონულ სახელმწიფოებსა და ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

შემოგვიერთდით ოთხშაბათს, 8 სექტემბერს 18:00 საათზე.

მომხსენებელი:
ალექს ვატანკა – აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
მოდერატორი:
ალექსი პეტრიაშვილი – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.