რონდელის ფონდმა დაიწყო დისკუსიათა სერია ავღანეთში ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დისკუსიების მიზანია სიტუაციის ობიექტური შეფასება და მსმენელებისთვის განსხვავებული შეხედულებების მიწოდება. ექსპერტები როგორც რეგიონიდან, ისე მთელი მსოფლიოდან განიხილავენ, თუ როგორ აისახება ეს მოვლენები ქვეყნის მომავალზე, რეგიონულ სახელმწიფოებსა და ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

შემოგვიერთდით ხუთშაბათს, 16 სექტემბერს 18:00 საათზე.

მომხსენებელი:
გევინ ჰელფი – აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი.

მოდერატორი:
ალექსი პეტრიაშვილი – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

სამუშაო ენა – ინგლისური.