პროექტი წარმოადგენდა პარალელური კვლევის ნაწილს და მიზნად ისახავდა ცხოვრების დონის შესწავლას ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ხაზის გასწვრივ. აფხაზეთის მხარეს პარალელურ კვლევას, როგორც დამოუკიდებელ პროექტს, ატარებს გალში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია _ დემოკრატიის ინსტიტუტი. პარალელური პროექტების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ერთგვარი სინერგია ზოგადად ცხოვრების დონის შეფასებაში ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ხაზის ორივე მხარეს. ამ მუშაობის მიზანია, ასევე, შეისწავლოს კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი კონფლიქტის შედეგების აღმომფხვრელი დახმარების პროგრამები.
პროექტის შედეგად მომზადდა ანგარიში, სადაც შეფასებულია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პოლიტიკის/პროგრამების სუსტი და ძიერი მხარეები; აგრეთვე ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა ადმინისტრაციული საზღვრისპირა ზონაში მცხოვრები სამეგრელო მოსახლეობის ცხოვრების დონით კმაყოფილება. ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა შეიმუშავა პოლიტიკის რეკომენდაციები დახმარების პროგრამების დახვეწა-გაუმჯობესებისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო ახალი პოლიტიკის შემუშავების მიზნით.
პროექტი განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.