2007 წლის 9-10 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს: „სამხრეთ კავკასია: ფოკუსი –  საქართველო“. კონფერენცია ორგანიზებული იყო ლონდონის ქინგს კოლეჯის კავკასიის პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მსვლელობისას საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური მთავრობების წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ადამიანურ უსაფრთხოებაზე. მათ შორის იყო ისეთი თემები, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარების გამოწვევები – მეზობლებისა და საერთაშორისო აქტორების როლი; მმართველობა და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა, უშიშროების სექტორის რეფორმა, ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები.

Human Security Conference, February 10, 2007