2007 / 05 / 08

2007 წლის 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, პროექტ „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ ფარგლებში, გაიმართა ადამიანური რესურსების მმართველთა შეხვედრა.

შეხვედრას უძღვებოდა პარლამენტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიანა ასათიანი. მან თანამშრომლებთან ერთად ისაუბრა იმ პროექტებისა და საკითხების შესახებ, რომლებზე მუშაობაც მოუხდათ პერსონალის მართვის მეთოდოლოგიისა და პოლიტიკის რეფორმირებისას საქართველოს პარლამენტში. დიანა ასათიანს აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება და შესაბამისად შეუძლია ყველაზე რთული საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა და მოგვარება.

პრეზენტაცია ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაოს აღეწრილობის შედგენა, ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების წესები, სტაჟირების პროგრამების ორგანიზება, განვითარების გამოცდა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პერსონალის მონაცემთა ბაზები.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ცხრა სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტების წარმომადგენელი. ზოგ მათგანს უკვე უმუშავია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ზოგი კი ახლა იწყებს მსგავსი პოლიტიკის გატარებას საკუთარ სტრუქტურაში.