დასრულებული პროექტები

სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკის პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

პროგრამამ მოიცვა შემდეგ თემები: ეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდები, პოსტსაბჭოთა სივრცე და საერთაშორისო ფინანსები, სულ დაახლოებით  200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს უძღვებოდნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები.

პროგრამა განხორციელდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ, ამერიკულ ორგანიზაცია  RAND Corporation-თან ერთად, ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.     

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.